Monday, November 18, 2013




აპრიორი და აპოსტერიორი

განცდები უკვე  გაცვდა, აპრიორი გახდა 
მსჯელობა და განსჯა შემიძლია კვლავაც 

თეზისების რიგი  მოჯარული გახლავთ
სიყვარულის დრამა დაიდგმება კვლავაც

თეორიის  გარდა  აპოსტერიორიც გაჩნდა 
ფაქტი ფაქტად დარჩა ვერ  დაატყო ლაქა 

სიყვარულის  აღქმა შეურყვნელი  დარჩა 
გრაალის თასის მსგავსად სული სავსეა მარად 

ბარძიმის შესმაღა კმარა რათა ვიპოვოთ ძალა 
ახალი სიმების გაბმად და სიყვარულის განცდად

სიტყვების  ალეგორია ... გასარკვევია მართლაც 
ჯონ მილტონის სამოთხე დაკარგულია  ახლაც ...